სტიქიისგან დაზარალებულებმა ლაგოდეხის რაიონში საპროტესტო აქცია გამართეს

© photo: Sputnik / Stringerვენახი
ვენახი - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
გამოწერა
ლაგოდეხის რაიონში აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან სეტყვისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. სეტყვისგან დაზარალებული მოსახლეობის ნაწილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში აქცია გამართა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

გუშინ ლაგოდეხში სტიქიამ ვენახების, საკარმიდამო ნაკვეთების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 50-60 პროცენტი გაანადგურა. სეტყვისა და ძლიერი ქარის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა სოფლები კაბალი და ბაისუბანი.

სეტყვა - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
ძლიერი სეტყვა კახეთში: სტიქიამ ყვარელი და ლაგოდეხის სამი სოფელი დააზარალა

როგორც დაზარალებულები აცხადებენ, მოსავლის მოსაყვანად აგროსესხები აიღეს, მაგრამ სტიქიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენ. ამიტომ ისინი ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ.

მოგვიანებით დაზარალებულებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი და კახეთის სახელმწიფო რწმუნებული შეხვდნენ.

როგორც კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოშვილმა აღნიშნა, სასოფლო-სამეურნეო ზარალის ანაზღაურებას სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს, რადგან მოსავალი დაზღვეული არ ყოფილა და ზარალის ანაზღაურება კერძო დაზღვევის კომპეტენციაა.

თუმცა ადგილობრივები, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ სადაზღვევო კომპანიამ მაისის თვემდე მოსავლის დაზღვევაზე გლეხებს უარი უთხრა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ სტიქიის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას აღადგენს.

აქციის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ყველა ახალი ამბავი
0