COVID-19 საქართველოში – 30 აპრილის მონაცემები

© Sputnik / Seyran Baroyan ტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
გამოწერა
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 27.895 კვლევა ტესტით. ამჟამად სულ აცრილია 45.338 პირი, ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელია - 4,85%.

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.476-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 310.310-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 290.767 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 791), გარდაიცვალა – 4.110 (ბოლო 24 საათში – 15), კარანტინის რეჟიმშია 99, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.873 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 749 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 27.895 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11.090, PCR–ტესტით – 16.805.

დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 5,29%, ბოლო 14 დღის – 4,7%, ბოლო 7 დღის – 4,85%.

ამჟამად სულ აცრილია 45.338 პირი, ერთ დღეში აცრილია 1.729 ადამიანი. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0