თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.476-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 310.310-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 290.767 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 791), გარდაიცვალა – 4.110 (ბოლო 24 საათში – 15), კარანტინის რეჟიმშია 99, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.873 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 749 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 27.895 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11.090, PCR–ტესტით – 16.805.
დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 5,29%, ბოლო 14 დღის – 4,7%, ბოლო 7 დღის – 4,85%.
ამჟამად სულ აცრილია 45.338 პირი, ერთ დღეში აცრილია 1.729 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.