„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული კონფლიქტის გადაჭრას ევროკავშირის მედიატორი შეეცდება

© Sputnik / STRINGER პროტესტები „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ
პროტესტები „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
გამოწერა
მთავრობასა და „რიონის ხეობის მცველების“ მოძრაობაში გაერთიანებულ იმერეთის რეგიონის მცხოვრებლებს შორის მოლაპარაკებებში საერთაშორისო შუამავალი გაჩნდა

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. „ნამახვანჰესის“ პროექტის ირგვლივ არსებული კონფლიქტის გადაჭრის მედიაციაში „ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი“ ჩაერთვება, ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

კომპანია ENKA დაჯარიმდა – სასამართლო სხდომა აქციის ფონზე გაიმართა >>

უკვე ნახევარი წელია საქართველოში „ნამახვანჰესის” გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემა.

მთავრობამ 24 აპრილს „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9–12 თვის ვადით მორატორიუმი გამოაცხადა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. ამასთან მორატორიუმი არ შეეხება რიონის ხეობაში სხვა სამშენებლო სამუშაოების პროცესს.

პროტესტი საქართველოში: „რიონის მცველებმა“ წყალტუბოში ნამახვანის წინააღმდეგ მიტინგი გამართეს - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
პროტესტი საქართველოში: „რიონის მცველების“ მიტინგი ნამახვანჰესის წინააღმდეგ წყალტუბოში

მოლაპარაკებების პროცესში საერთაშორისო შუამავლის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ონლაინ-შეხვედრაზე ცენტრის დირექტორ დირკ ბუშლესთან (Dirk Buschle), რომელიც პროექტთან დაკავშირებულ საკითხებს პირადად შეისწავლის.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს კონსენსუსის მიღწევის პროცესში ევროკავშირის ორგანიზაციის ჩართულობის მნიშვნელობას.

აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ხელახლა შეისწავლოს ყველა დოკუმენტი, კვლევა და პროცედურა (გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის ჩათვლით) ევროკავშირის კანონმდებლობისა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად.

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი „ნამახვანჰესის“ პროექტის მედიაციაში უახლოეს პერიოდში ჩაერთვება.

საპროტესტო აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2021
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები საპროტეტსტო აქციების ახალ ტალღას აანონსებენ

„რიონის მცველების დამცველების“ პროტესტი უკვე ექვს თვეზე მეტ ხანს გრძელდება. კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა თბილისში 23 მაისს მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვა დააანონსეს.

გუშინ წყალტუბოს სასამართლომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტის კონტრაქტორი კომპანია ENKA 5 ათასი ლარით დააჯარიმა. საქმეში მოსარჩელე მხარე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი იყო, რომელიც კომპანიას ეკოლოგიური ექსპერტიზის შედეგების მიხედვით 2020 წლის 28 თებერვლის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული მთელი რიგი პირობების დარღვევას ედავება. 

ყველა ახალი ამბავი
0