06:22 15 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1392
  • 100 RUB4.6170
  • USD3.4186
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
97 0 0

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით კომპანიებთან მიმდინარე მოლაპარაკების პროცესის დასრულებამდე  დეტალზე ჯერ ვერ ისაუბრებს.

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. Johnson&Johnson-ის და Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების საქართველოში შემოტანაზე მწარმოებლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

„დღეს ჩვენთან კონტაქტზე გამოვიდა Johnson&Johnson  მწარმოებელი, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ უარს აცხადებდა, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა. დღეს ისიც მზად არის, რომ ჩვენთან მოლაპარაკებები დაიწყოს, ასევე ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს Moderna-სთანაც რაოდენობებზე და თარიღებზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით,  კომპანიებთან მიმდინარე მოლაპარაკების პროცესი პირველ რიგში გაუთქმელობას გულისხმობს და ამიტომ მეტ დეტალზე ჯერ ვერ ისაუბრებს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის გასარკვევად შექმნილ სპეციალურ პორტალზე დღეის მდგომარეობით, 20:40 საათისთვის რეგისტრაცია 63.097 ადამიანმა გაიარა. მათგან 28.265 ადამიანს Moderna-ს პრეპარატით სურს აიცრას, ხოლო 8.047 ადამიანმა Johnson & Johnson-ით ვაქცინის გაკეთების სურვილი გამოთქვა.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით 15 მარტს დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინები, თუმცა ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც. საქართველომ ასევე მიიღო 100 ათასი დოზა ჩინური ვაქცინა Sinopharm, თუმცა ამ პრეპარატით აცრა ჯერ არ დაწყებულა. Sinopharm-ით აცრის დაწყების სავარაუდო თარიღია 4 მაისი.

28 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 41.801 ადამიანი.

მთავარი თემები