06:20 15 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
135 0 0

თურქეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ქვეყანაში 29 აპრილიდან 17 მაისამდე სრული „ლოკდაუნის“ გამოცხადების შესახებ.

თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. ანკარაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური მოქალაქეებს მოემსახურება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში, ვიზიტის წინასწარი ჩანიშვნის გზით, იუწყება თურქეთში საქართველოს საელჩო

დიპლომატიური სამსახური თავის მომსახურებას ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით ზღუდავს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, თურქეთში 29 აპრილიდან 17 მაისამდე სრული „ლოკდაუნი“ გამოცხადდა.

საელჩოს ცნობით, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ 29 აპრილის 19:00 საათიდან 17 მაისის 05:00 საათამდე.

აღნიშნულ პერიოდში, დახურული იქნება ყველა სავაჭრო და საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტი, გარდა აფთიაქებისა, მარკეტებისა და სხვ. კაფე-ბარები, რესტორნები და სხვა კვების ობიექტები იმუშავებენ მხოლოდ გამოძახების/ადგილზე მიტანის რეჟიმში.

სურსათის ქსელური მაღაზიები, იმუშავებენ ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00-17:00 საათებში. ამასთან, მოქალაქეები გადაადგილებას მხოლოდ უახლოეს სასურსათო მაღაზიაში შეძლებენ.

საელჩოს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ასევე იზღუდება საქალაქთაშორისო მიმოსვლა, გადაუდებელი შემთხვევების გარდა. მოქალაქეებს ნებისმიერი სახის ტრანსპორტით (ავტობუსი, მატარებელი, გემი, თვითმფრინავი) საქალაქთაშორისო გადაადგილებისთვის საჭირო ნებართვის აღება შეუძლიათ e-Devlet სისტემიდან და/ან ALO 199 ცხელი ხაზის საშუალებით. მგზავრობისას მოქალაქემ უნდა წარადგინოს ე.წ. HES-კოდი.

ამასთან, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით თურქეთის ტერიტორიაზე შემოსვლისას უცხო ქვეყნების მოქალაქემ უნდა წარადგინოს ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა და შეავსოს ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული განაცხადის ფორმა

თურქული მხარის მიერ დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება ქვეყანაში ტურისტული მიზნით მყოფ უცხოელებზე. ხოლო უცხო ქვეყნის ყველა ის მოქალაქე, ვისაც გააჩნია თურქეთის ტერიტორიაზე ბინადრობის ნებისმიერი სახის მოწმობა, ვალდებულია დაემორჩილოს მოქმედ რეგულაციებს.

საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ზემოაღნიშნული წესების დამრღვევი პირი დაჯარიმდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 4.667.281 კაცი შეადგინა. აქედან გარდაიცვალა 38.711 პაციენტი.

 

 

მთავარი თემები