09:03 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (303)
278 0 0

ინ­ფორ­მა­ცი­ას კვიპ­რო­სუ­ლი მე­დია ქეც­ბა­ი­ას მე­უღ­ლის, კა­ტე­რი­ნა ქეც­ბა­ი­ას მიერ „ინ­სტაგ­რამ­ზე” გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი და კვიპ­რო­სუ­ლი „ანორ­თო­სი­სის” მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი, თე­მურ ქეც­ბა­ია შე­უძ­ლოდ გახ­და, რის გა­მოც, ის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ინ­ფორ­მა­ცი­ას კვიპ­რო­სუ­ლი მე­დია ქეც­ბა­ი­ას მე­უღ­ლის, კა­ტე­რი­ნა ქეც­ბა­ი­ას მიერ „ინ­სტაგ­რამ­ზე” გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

კატერინა ქეცბაიას კომენტარს philenews.com-ი ავრცელებს, სადაც ქართველი მწვრთნელის მეუღლე ამბობს, რომ მატჩის შემდეგ თემურმა გამოკვლევები ჩაიტარა.

ჯერჯერობით, არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ რა სჭირდა ქეცბაიას. მისი ცოლის თქმით, თემური თავს ახლა კარგად გრძნობს.

ქეცბაია „ანორთოსისში“ 2004 წლიდან 2009 წლამდე მუშაობდა, 2019 წლიდან კი ის კლუბს კვლავ ჩაუდგა სათავეში. ქართველი სპეციალისტის თავკაცობით „ანორთოსისმა“ ორჯერ მოიგო კვიპროსის ჩემპიონატი (2005, 2008) და თითოჯერ ქვეყნის თასი და სუპერთასი (2007).

ეროვნული პირველობის მიმდინარე გათამაშებაში „ანორთოსისი“ 19 ტურის შემდეგ 36 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილს იკავებს და ჩემპიონატის ლიდერს – „აპოლონს“ ოთხი ქულით ჩამორჩება.

თემები:
ქართველი სელებრითები (303)

მთავარი თემები