საქართველოში ჩინურ ვაქცინაზე რეგისტრაცია იწყება

© AFP 2024 / MANDEL NGANმოსახლეობის ვაქცინაცია
მოსახლეობის ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
გამოწერა
ამ დროისათვის ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ პორტალზე ვაქცინაციისთვის დაახლოებით 60 ათასი ადამიანია რეგისტრირებული.

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საქართველოში 27 აპრილიდან ჩინურ ვაქცინაზე რეგისტრაცია იწყება.

Sinopharm-ის პრეპარატით აცრა უკვე 4 მაისიდან იქნება შესაძლებელი.

კოორნავირუსის საწინააღმდეგო რომელ ვაქციანას ანიჭებს უპირატესობას საქართველოს მოსახლოება>>

საქართველომ უკვე მიიღო ჩინური ვაქცინის 100 ათასი დოზა. მართალია, მას ჯანმოს ავტორიზაცია ჯერ არ გაუვლია, მაგრამ ამ ვაქცინით მსოფლიოში უკვე 150 მლნ ადამიანია აცრილი. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ მიიღო საქართველოში მისი გამოყენების გადაწყვეტილება. უახლოეს პერიოდში ქვეყანა მიიღებს მეორე ჩინურ ვაქცინას Sinovac (100 ათასი დოზა) და ივნის–ივლისში – Sinopharm-ის დამატებით დოზას (0,5 მლნ დოზა).

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2021
ვის აცრიან ჩინური ვაქცინით – გამყრელიძემ ჯგუფები დაასახელა

როგორც უფრო ადრე საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ჩინური Sinopharm-ით გარკვეული კატეგორიის მოქალაქეები აიცრებიან. მათ შორის შეიძლება იყვნენ მასწავლებლები, საბავშვო ბაღების აღმზრდელები, პოლიციელები, იუსტიციის სახლების თანამშრომლები.

სპეციალისტების თქმით, საქართველოს 3,5–3,9 მლნ დოზა ვაქცინა სჭირდება იმისთვის, რომ პრეპარატის ორი დოზა 1,7 მილიონმა ადამიანმა მიიღოს.

27 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაციაზე დარეგისტრირებულია 59 ათასზე მეტი ადამიანი. მათგან უმეტესობამ Pfizer-ის ვაქცინა აირჩია, შემდეგ მოდის Moderna, AstraZeneca, Jonson&Jonson, Novovax. რაც შეეხება ჩინურ Sinopharm-ს, ამ პრეპარატით აცრის სურვილი 3.153-მა ადამიანმა გამოთქვა, ხოლო მეორე ჩინური ვაქცინა Sinovac-ით – 698-მა.

საქართველოში კოვიდ-პასპორტები შემოდის>>

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაციის პორტალი აამუშავა, სადაც შესაძლებელია რეგისტრაციის გავლა და სასურველი ვაქცინის არჩევა: https://www.moh.gov.ge/covid-chart/register/welcome.

საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის აცრილია 40 ათასზე მეტი ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0