18:24 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (321)
31 0 0

რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმამ მესტიის მუნიციპალიტეტს პრობლემები შეუქმნა – სტიქიის ზონაში სპეცტექნიკაა მობილიზებული.

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. თოვლის დნობისა და ძლიერი წვიმების შედეგად მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟაბეშში მეწყერი ჩამოწვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. 

გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად რვა ოჯახი გარე სამყაროს მოსწყდა. სტიქიამ დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა, მათ შორის შიდა სასოფლო გზები და ნაპირდამცავი გაბიონები. ასევე დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და სავარგულები.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კახა ჟორჟოლიანის განცხადებით, სტიქიის ზონაში სპეცტექნიკაა მობილიზებული და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე ყველა პრევენციული ღონისძიება ტარდება და ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება.

„ხვალ გეოლოგები ჩამოვლენ და დავგეგმავთ რა ღონისძიებები გატარდება. მოსახლეობის ევაკუაცია ჯერ არ იგეგმება, თუმცა ზოგიერთმა თავისი ინიციატივით დატოვა სტიქიის ზონა“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

სინოპტიკოსები საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.

თემები:
უამინდობა საქართველოში (321)

მთავარი თემები