სტიქიის შედეგად ზემო სვანეთში რვა ოჯახი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი

© photo: Sputnikუამინდობა სვანეთში
უამინდობა სვანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
გამოწერა
რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმამ მესტიის მუნიციპალიტეტს პრობლემები შეუქმნა – სტიქიის ზონაში სპეცტექნიკაა მობილიზებული.

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. თოვლის დნობისა და ძლიერი წვიმების შედეგად მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟაბეშში მეწყერი ჩამოწვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. 

მეწყერი სვანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2021
ზემო სვანეთში სტიქიას ებრძვიან

გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად რვა ოჯახი გარე სამყაროს მოსწყდა. სტიქიამ დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა, მათ შორის შიდა სასოფლო გზები და ნაპირდამცავი გაბიონები. ასევე დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და სავარგულები.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კახა ჟორჟოლიანის განცხადებით, სტიქიის ზონაში სპეცტექნიკაა მობილიზებული და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე ყველა პრევენციული ღონისძიება ტარდება და ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება.

„ხვალ გეოლოგები ჩამოვლენ და დავგეგმავთ რა ღონისძიებები გატარდება. მოსახლეობის ევაკუაცია ჯერ არ იგეგმება, თუმცა ზოგიერთმა თავისი ინიციატივით დატოვა სტიქიის ზონა“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

სინოპტიკოსები საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.

ყველა ახალი ამბავი
0