06:45 15 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
55 0 0

საქართველოს საავადმყოფოებში კოვიდპაციენტებისთვის მობილიზებულია დამატებითი საწოლები, პარალელურად მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების ტესტირება სახელმწიფო დაფინანსებით მაისშიც გაგრძელდება.

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური სექტორი მზადაა ქვეყანაში ნებისმიერი, ყველაზე ცუდი კოვიდ-სცენარის განვითარებისთვისაც კი, ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ განაცხადა ოპერატიული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

საქართველოში კორონავირუსის ექსპრეს–ტესტების დეფიციტია >>

საბჭომ დღეს განიხილა კორონავირუსით ინფიცირების დინამიკა როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს მასშტაბით.

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით ჯანდაცვის სამინისტრომ დამატებითი კოვიდ-საწოლების, მედიკამენტების, ჟანგბადისა და ტესტების მარაგების მობილიზაციის გეგმა შეიმუშავა.

ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მაისის თვეში მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების უფასო ტესტირება გააგრძელოს.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ჯგუფების ტესტირება სახელმწიფო დაფინანსებით მაისის განმავლობაშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ღიბრაძემ.

მისი თქმით, სახელმწიფო სრულად აკონტროლებს სიტუაციას.

მთავრობის დადგენილებით, სავალდებულო უფასო ტესტირებას ექვემდებარებიან პაციენტები, რომლებიც ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში პნევმონიის ან ცხელების დიაგნოზით მოხვდნენ, ასევე უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, სახელმწიფო მეურვეობის ქვეშ არსებული სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალი, ბენეფიციარები და თანამშრომლები.

საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 304 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 4043 ადამიანი.

მთავარი თემები