08:35 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
413 0 0

უქმე დღეები არ ეხება სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებზეც პანდემიასთან ბრძოლის ძირითადი დატვირთვა მოდის. მუშაობა მოუწევთ ასევე სხვა სფეროებს, რომლებსაც სიცოცხლისთვის აუცილებელი ფუნქციები აკისრიათ.

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. მთავრობის მიერ გამოცხადებული უქმეები 4–11 მაისს ყველა სფეროსთვის არ იქნება არასამუშაო პერიოდი.

ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივი ბრძანებით, ეს გადაწყვეტილება არ ეხებათ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს, სტაციონარული სამედიცინო დახმარების დაწესებულებებს, ასევე იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც, დაფინანსების წყაროსგან დამოუკიდებლად, ჩართული არიან კორონავირუსის მართვის პროცესში (პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა).

ასევე უქმე დღეებში იმუშავებენ ფარმაცევტული დაწესებულებები, მოვლის სპეციალიზებული სადღეღამისო დაწესებულებები, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ მობილური ჯგუფები.

არასამუშაო დღეებში იმუშავებენ სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, დისტრიბუციის, რეალიზაციის სფეროები; ასევე საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები. სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვა-გადაყვანა. სანავსადგურე, სააეროპორტო და სანავიგაციო მომსახურება; საფოსტო და საკურიერო მომსახურება.

გაგრძელდება წყალმომარაგების საქმიანობა, ელექტროენერგიის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა, ასევე ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები. 

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას სააღდგომოდ ტაძრებში რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს>>

უქმე დღეებში იმუშავებენ პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები. ამ ჩამონათვალს ასევე განეკუთვნება სამაშველო საქმიანობა, ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები, უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება, დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები; მეტალურგია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, წიაღის გამდიდრების სამუშაოები.

ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო მთავრობამ 4-დან 11 მაისის ჩათვლით უქმე დღეები გამოაცხადა.

მთავრობაში ამას სააღდგომო არდადეგები უწოდეს. ამასთან, აღდგომაზე მოსახლეობა დაისვენებს 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ხოლო გამოცხადებული უქმეების შემდეგ, 12 მაისს ანდრია პირველწოდებულის დღესთან დაკავშირებით ოფიციალური დასვენების დღეა.

შესაბამისად, კერძო თუ სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ათასობით მოქალაქე მუშაობას 13 მაისს განაახლებს.

მთავარი თემები