თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე შეზღუდვა შემსუბუქდება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
საქართველოს მასშტაბით აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა იმოქმედებს 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე.
მანამდე და მომდევნო პერიოდში დაწესებული შეზღუდვები ჩვეულებრივ გაგრძელდება.
კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა საქართველოში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს.