18:33 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
98 0 0

გასულ სასწავლო კვირაში კორონავირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს დაუდასტურდა.

თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 74 სკოლა და 191 ცალკეული კლასი გადავიდა, იუწყება განათლების სამინისტრო.

გასულ სასწავლო კვირაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგის და სავალდებულო ტესტირების შედეგად კორონავირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,01%-ს დაუდასტურდა.

უწყების მონაცემებით, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 123  მასწავლებელი იმყოფება.

უწყების ცნობით, ინფიცირების თავიდან ასაცილებლად სკოლებში კიდევ უფრო გამკაცრდა უსაფრთხოებაზე კონტროლი.

მასწავლებლებსა თუ მოსწავლეებში კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში ძალაში შედის წერტილოვანი შეზღუდვები - დისტანციურ სწავლებაზე გადადის ან მთლიანად სკოლა, ან კონკრეტული კლასი.

2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში 2313 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იყო - 2086 საჯარო და 227 კერძო.

მთავარი თემები