„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 24 აპრილს

© Sputnik / Alexander Imedashviliთელასი
თელასი - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2021
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 24 აპრილს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, რადიოსადგურის მიმდებარე ტერიტორიის და სადგურის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

ქსელში გადასთვების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის, რუსთაველის გამზირის, 9 აპრილის ბაღის და ჩიტაძის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0