თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 24 აპრილს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, რადიოსადგურის მიმდებარე ტერიტორიის და სადგურის ქუჩის მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
ქსელში გადასთვების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის, რუსთაველის გამზირის, 9 აპრილის ბაღის და ჩიტაძის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.