07:35 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
8310

ეს ხე ქალაქის სავიზიტო ბარათია. ცხრასაუკუნოვანი ჭადრის გარშემოწერილობა 12 მეტრია, ხოლო სიმაღლე 40 მეტრს აღწევს

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. სპეციალისტები საქართველოდან და გერმანიიდან თელავის სავიზიტო ბარათის – 900–წლიანი ჭადრის გადარჩენისთვის იბრძვიან, რომელიც გახმობის ზღვარზეა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".

ჭადარს დაზიანებული აქვს მერქანი და პარაზიტიც გაუჩნდა, მაგრამ ექსპერტების განცხადებით, ხის ფესვთა სისტემა ცოცხალია და მისი მკურნალობა შესაძლებელია.

თელავში 900-წლიანი ხის გადასარჩენად იბრძვიან>>

თელავის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ თამილა ნადირაძის განცხადებით, ჭადარს დახმარება ესაჭიროება. მისი დაზიანებები გაიზარდა, ამიტომ ახალი ზომები უნდა დაიგეგმოს. მარადიული ბუნებაში არაფერია, მაგრამ მისი სიცოცხლის გახანგრძლივებას ისინი მაინც შეეცდებიან, აღნიშნა მან.

  • ამჟამად სპეციალისტები ლაბორატორიულ კვლევებს ატარებენ, მათ შორის ნიადაგის სინჯის. როგორც კი შედეგები გახდება ცნობილი, დაიგეგმება მრავალსაუკუნოვანი ხის შენარჩუნებისა და მისი კონსერვაციის ხერხები.

თელაველებმა რამდენიმე წლის წინ შენიშნეს, რომ ხის ტანმა ძირში ლპობა დაიწყო და ფუღურო გაუჩნდა. გაჩნდა ზედა ტოტების გადატეხის საშიშროება. მაშინ თამარ ნადირაძემ დახმარებისთვის გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართა, რომელმაც ის გერმანელ სპეციალისტთან დააკავშირა.

კახეთისთვის ეს ხე სავიზიტო ბარათია. ამ ასაკის ჭადარი კახეთში სხვაგან არსადაა. მისი გარშემოწერილობა 12 მეტრი, ხოლო სიმაღლე თითქმის 40 მეტრია.

მთავარი თემები