13:40 18 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7686
  • 100 RUB4.3499
  • USD3.1587
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
86830

ხის გადასარჩენად, რომელიც ქალაქის სავიზიტო ბარათია, სპეციალისტი გერმანიიდან მოიწვიეს

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ბოტანიკოსები თელავში 900-წლიანი ჭადრის გადასარჩენად ზომებს მიმართავენ. ხე გახმობის ზღვარზე, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" თელავის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ ნადირაძემ.

მისი თქმით, გასულ წელს თელავში სპეციალისტი გერმანიიდან ჩამოვიდა, რომელმაც ხის გადასარჩენად შესაბამისი ზომები მიიღო და პირობა დადო, რომ ხე კიდევ სულ ცოტა 100 წელს იცოცხლებდა.

„მე, როგორც ბოტანიკოსი, დაინტერესებული ვარ ამ საკითხით, და კახეთისთვისაც ეს ჭადარი სავიზიტო ბარათია, თითოეული თელაველი ღელავს, არავის უნდა, რომ ეს ხე გაქრეს. ასეთი ძველი ჭადარი აღმოსავლეთ საქართველოში არ არის", — აღნიშნა ნადირაძემ.

ნადირაძემ აღნიშნა, რომ ორი წლის წინ თელაველებმა შენიშნეს, რომ ხის ტანმა ძირში ლპობა დაიწყო და ფუღურო გაუჩნდა. გაჩნდა ზედა ტოტების გადატეხის საშიშროება. ნადირაძემ დახმარებისთვის გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართა, სადაც ის გერმანელ სპეციალისტთან დააკავშირეს.

„მივმართე თელავის მერიას, მოვუყევი პრობლემის შესახებ. მაშინ მერი პლატონ კალმახელიძე იყო. ის ამ საკითხით ძალიან დაინტერესდა და დაგვეხმარა. სწორედ მერიის მეშვეობით მოხერხდა გერმანელი სპეციალისტის მოწვევა", — აღნიშნა ნადირაძემ.

გერმანელმა ბოტანიკოსმა ძალზე მნიშვნელოვანი სამუშაოები გასწია. თავდაპირველად აიღო სინჯები და გერმანიაში მიკროსკოპული კვლევები ჩაატარა იმის გასაგებად, იყო თუ არა 900-წლიანი ხის გადარჩენის შანსები. შემდეგ ის კიდევ ერთხელ ჩავიდა თელავში და ყველაფერი გააკეთა, რაც უნიკალური ხის გადასარჩენად იყო საჭირო. მან პირობა დადო, რომ კახეთში მალე დაბრუნდებოდა.

 

მთავარი თემები