„კარტოგრაფების საქმე" სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა

© AP Photo / Christian Lutzსტრასბურგის სასამართლო
სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
ბრალდების მხარე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას ედავება.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. საქართველოს ტერიტორიის ნაწილის აზერბაიჯანისთვის შესაძლო უკანონოდ გადაცემისთვის ბრალდებულმა პირებმა ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართეს, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
ირაკლი ღარიბაშვილს დავით–გარეჯის საქმეზე სასამართლოში დაკითხავენ

თბილისის საქალაქო სასამართლომ მელაშვილი და ილიჩოვა გირაოს საფუძველზე 28 იანვარს გაათავისუფლა. გირაოს ოდენობა თითოეული მათგანისთვის 20 ათას ლარს შეადგენს. მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა, რომელმაც მათ მიმართ გამოძიება უკვე დაასრულა. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, მათი საჩივარი ეფუძნება კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას და უკავშირდება მომჩივნების დაკავებას და პატიმრობაში ყოფნის პერიოდს 2020 წლის 7 ოქტომბრიდან 2021 წლის 28 იანვრამდე.

„საჩივარში ყურადღება გამახვილებულია კონვენციით დაცული თავისუფლების უფლების შეზღუდვაზე კონვენციის საწინააღმდეგო მიზნით, კერძოდ, მომჩივანთა დაკავებაზე მმართველი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
კარტოგრაფების საქმეში ომბუდსმენი სასამართლოს მეგობრის სტატუსით ერთვება

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით. რუკების შედგენისას მათ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.

ყველა ახალი ამბავი
0