საქართველოს თავდაცვის ძალებს 149 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

© Sputnik / STRINGERქართველი სამხედროები
ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
ჯარისკაცებმა საწყისი საბრძოლო მომზადება უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში (BTC) გაიარეს.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ 149 რეკრუტმა ფიცი დადო და საქართველოს თავდაცვის ძალებს შეუერთდა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ქართველო სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
საქართველო ავღანეთიდან მშვიდობისმყოფელებს გამოიყვანს

ჯარისკაცებს ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცა. 

„ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა კურსის წარმატებულ ინსტრუქტორებს სიმბოლური საჩუქრები, საუკეთესო რეკრუტებს კი სიგელები გადასცეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადება უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ცენტრში გაიარეს. 10 კვირის განმავლობაში მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და სადისციპლინო და საყარაულო წესდებები შეისწავლეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0