21:14 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
188 0 0

ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ პორტალზე 18:23 საათისთვის უკვე 6.244 ადამიანია რეგისტრირებული. მათი უმეტესობა უპირატესობას Pfizer-ს ანიჭებს.

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. ჯანდაცვის სამინისტრომ 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

სამინისტროს ცნობით, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, უწყებამ სწრაფად მიიღოს ინფორმაცია COVID-19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.

COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობას, მათ ასევე ეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ჯერჯერობით მათი უმეტესობა უპირატესობას Pfizer-ს ანიჭებს.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო.

დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ.

ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

19 აპრილის მონაცემებით, ჯამში აცრილია 30.209 ადამიანი.

მთავარი თემები