05:36 15 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1392
  • 100 RUB4.6170
  • USD3.4186
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
161 0 0

ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა პირველად გადააჭარბა 4%-ს, მაგრამ 14 დღიანი მაჩვენებელი ჯერ ისევ 2,9%-ს შეადგენს, განაცხადა ამირან გამყრელიძემ

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის გავრცელება პიკს მომდევნო ორ კვირაში მიაღწევს, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, საქართველოში ეპიდვითარება უარესდება.

„დადებითობის დღიური მაჩვენებელი პირველად ასცილდა 4%-ს, თუმცა 14 დღის მონაცემებით, ის ჯერჯერობით 2,98 პროცენტია. ასევე, უარესდება სხვა ინდიკატორებიც, რეპროდუქციის ინდექსი გაზრდილია, ისევე, როგორც გაზრდილია დატვირთვა ჯანდაცვის სექტორზე ანუ აქტიური შემთხვევების რიცხვი არის 10.478“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც საქართველოს მთავარმა ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, ქვეყანაში ასევე საკმაოდ დაბალია პირბადეების ტარების მაჩვენებელი, ის 50%-ს არ აღემატება.

„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბრწყინვალე აღდგომა ჩავამთავროთ ძალიან მშვიდად და მოკრძალებულად. რეკომენდაციები უმკაცრესად უნდა იყოს დაცული როგორც აღდგომის წინა პერიოდში, ასევე შემდგომ დღეებში“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კითხვაზე, რა დამატებითი შეზღუდვები დაწესდება იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესდება და ​დადებითობის 14-დღიანი მაჩვენებელი 4%-ს გადააჭარბებს, გამყრელიძემ განაცხადა, რომ საკითხზე მსჯელობა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიმდინარეობს.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 10.478 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.982 პაციენტი, აქედან კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 439 ადამიანი, საცხოვრებელ ბინაზე ვირუსის მკურნალობის კურსს 7.057 პირი გადის.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 295.358-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 280.915 ადამიანი, გარდაიცვალა 3.939 პაციენტი.

მთავარი თემები