17:43 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით (50)
112 0 0

აქციის ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მათ მიერ გაჟღერებული მოთხოვნების შესასრულებლად დრო იწურება და აქციის მონაწილეები ღელავენ

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე შეხვდა და მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ხელისუფლების მზადყოფნა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, იუწყება „პირველი არხი“.

აქციის მონაწილეებმა ლომინაძეს კიდევ ერთხელ გააცნეს მათი მოთხოვნები: პოლიციამ დატოვოს ხეობა, კომპანია ENKA-მ შეწყვიტოს სამშენებლო სამუშაოები  და აქციის მონაწილეებს პროტესტის გამოხატვის უფლება ისევ სოფელ ნამოხვანში, ძველ ლოკაციაზე მიეცეთ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, ზაზა ლომინაძემ მათ განუცხადათ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის მორიგი შეხვედრა პარასკევამდე შედგება. ხუთშაბათს შედგა პირველი შეხვედრა, სადაც აქციის მონაწილეებმა თავისი მოთხოვნები გააჟღერეს და განაცხადეს, რომ შემდგომ დიალოგს ამ მოთხოვნების შესრულების შემდეგ გააგრძელებენ. 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამივე პირობა დაკმაყოფილდეს, რომლებიც დავაყენეთ, რათა შემდგომში მოგვეცეს საუბრის გაგრძელების საშუალება. იწურება ახლა ეს დრო და ღელავენ ადამიანები, ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციის მონაწილეები უფრო მწვავე პეოტესტებს აანონსებენ.

„დაგეგმილი სტრატეგიით ვიმოქმედებთ და ამ მოლოდინის რეჟიმში აღარ ვიქნებით, ბუნებრივია. სტრატეგიაში იგულისხმება მასშტაბური პიკეტირება, შემდეგ მასშტაბური აქციები და სხვა“, – აღნიშნა გოლეთიანმა.

ზაზა ლომინაძის განცხადებით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული ყველა საკითხი პრემიერ-მინისტრის დონეზე წყდება.

„ამოვედი დღეს აქ, რათა კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა მოლაპარაკების გაგრძელების მზადყოფნა. ყველა ის საკითხი, რაც აქციის მონაწილეებმა და ხელმძღვანელებმა დააყენეს ჩვენს წინაშე, ყველა ეს საკითხი იხილება პრემიერ-მინისტრის დონეზე და აუცილებლად ვაცნობებთ“, – განაცხადა დეპუტატმა.

როგორც ლომინაძემ აღნიშნა, საქართველოში ჰესები უნდა აშენდეს და ყველა ჰესის მშენებლობა უნდა განიხილებოდეს მისი სარგებლობისა და ზიანის შეფასებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რკინის კონსტრუქციის ნაწილი, რითიც რამდენიმე დღის განმავლობაში გზა იყო გადაკეტილი, გუშინ აიღო, თუმცა სოფელ ნამოხვანისკენ მოძრაობა ისევ აკრძალულია. თავის მხრივ, საავტომობილო გზა სამშენებლო კომპანიის ავტომობილებისთვის გადაკეტილი აქვთ ჰესის მოწინააღმდეგეებსაც.

 

მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შესწავლის მიზნით გადაწყვიტა ექსპერტთა საბჭოს შექმნა, რომელიც ორი თვის განმავლობაში საპროექტო დოკუმენტაციას შეისწავლის და საკუთარ დასკვნას წარმოადგენს. აქციის მონაწილეები ამ საბჭოს ფუნქციონირებაში ჩართვას მოითხოვენ.

გარდა ამისა, ხელისუფლებამ ფაქტობრივად ერთი წლით გააჩერა კაშხლის მშენებლობა რიონის ხეობაში, და აქამდე საგზაო და დამხმარე ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka-ს გამოჩენა და, რაც მთავარია, მისთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემა.

ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების უკმაყოფილების პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კაშხლის მშენებლობას შეაჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს პროექტის ყველა დეტალის გადამოწმება.

„ნამახვანჰესის“ კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი“ და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი“.

თემები:
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით (50)

მთავარი თემები