„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ექსპერტთა საბჭოში ჩართვას მოითხოვენ

© Sputnik / STRINGERნამოხვანი. გამყოფი კედელი საპორტესტო აქციის ტერიროეიაზე
ნამოხვანი. გამყოფი კედელი საპორტესტო აქციის ტერიროეიაზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
გამოწერა
ხელისუფლების გადაწყვეტილებამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შესასწავლად ექსპერტთა საბჭოს შექმნის შესახებ არ დააკმაყოფილა აქციის მონაწილეებს, რომლებიც მის მშენებლობას აპროტესტებენ

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. რიონის ხეობაში სოფელ ნამოხვანთან სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შორის დაწყებული დიალოგის მიუხედავად.

აქცია რიონის ხეობაში - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
პოლიციამ სოფელ ნამოხვანისკენ მისასვლელ გზაზე რკინის კონსტრუქციის ნაწილი აიღო

უკვე ნახევარი წელია საქართველოში „ნამახვანჰესის” გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka-ს გამოჩენა და, რაც მთავარია, მისთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემა.

მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შესწავლის მიზნით გადაწყვიტა ექსპერტთა საბჭოს შექმნა, რომელიც ორი თვის განმავლობაში საპროექტო დოკუმენტაციას შეისწავლის და საკუთარ დასკვნას წარმოადგენს.

„წარმოდგენილი იქნა დოკუმენტი, რომელიც პროექტის ნაწილია და ვფიქრობთ, ყველა ეს დოკუმენტი პასუხს სცემს იმ კითხვებს, რაც საზოგადოებაშია. თუმცა საუბარი იყო, რომ ეს არის ძალიან დიდი, მოცულობითი მასალა. ეს არის ათასობით გვერდი, რომელიც დამუშავებას საჭიროებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ვარლამ გოლეთიანი - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
რას ითხოვენ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები - ინტერვიუ პროტესტის ლიდერთან

გარდა ამისა, ხელისუფლებამ ფაქტობრივად ერთი წლით გააჩერა კაშხლის მშენებლობა რიონის ხეობაში, და აქამდე საგზაო და დამხმარე ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა.

მაგრამ პროტესტის ორგანიზატორებს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები არ აკმაყოფილებს.

„ეს არის დამოუკიდებელი ინიციატივა ხელისუფლებისგან და ჩვენ გამჭირვალობის პრობლემას ვხედავთ, რადგან თვითონ დაამყარეს კომუნიკაცია გარკვეულ პერსონებთან ჩვენი გვერდის ავლით“, - განაცხადა გოლეთიანმა.

მისი თქმით, პროტესტის მონაწილეებს ჰესის მშენებლობის ირგვლივ ყველა არსებულ პროცესებში ჩართვა სურთ.

„ექსპერტების ჩართულობა, ვინ ექსპერტები არიან ან ვინ ერთვება, როგორი ფორმატია - ჩვენ არ გვაქვს ამ ყველაფერზე ინფორმაცია. ეს დიდ ეჭვებს ბადებს. მე ვფიქრობ, უფრო სწორი იქნებოდა, თავდაპირველად განგვეხილა ეს ხელშეკრულება და მიწის საკითხი“, - განაცხადა გოლეთიანმა.
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
თურნავა: კომპანია „ენკასთვის“ მიწის 99 წლით გადაცემის საკითხში მოქნილობა ნაკლები გვაქვს

მისი თქმით, აქციის მონაწილეებმა უნდა იცოდნენ, ვინ შედის ექსპერტთა საბჭოში, და ეს ექსპერტები მათი ნდობით უნდა სარგებლობდნენ.

ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების უკმაყოფილების პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კაშხლის მშენებლობას შეაჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს პროექტის ყველა დეტალის გადამოწმება.

„ნამახვანჰესის“ კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი“ და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი“.

ყველა ახალი ამბავი
0