საქართველოში ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

© Pixabay / Alexas_Fotosბზა
ბზა - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2021
გამოწერა
ბზის მოჭრაზე საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.

ამოღებული ხე-ტყის მასალა - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
სამეგრელოში ოთხი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

„ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას, ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსა და კერძო სანერგეებში გამოყვანილ ბზას სთავაზობს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ეს გახლავთ ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.

2021 წლის საეკლესიო კალენდარში ბზობის დღესასწაულს 25 აპრილს ემთხვევა.

ყველა ახალი ამბავი
0