სამეგრელოში ოთხი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

© Ministry of Internal Affairs of Georgiaამოღებული ხე-ტყის მასალა
ამოღებული ხე-ტყის მასალა - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
გამოწერა
მოქალაქეებს სახერხი საამქროები საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე ჰქონდათ მოწყობილი. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებას გადაეცემა, განმარტავენ უწყებაში.

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. სამეგრელოში ოთხი დაურეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კერძოდ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში ერთ-ერთ მოქალაქეს უკანონო ლენტური სახერხო საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი. სახლის ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო თხმელას სახეობის 15 ერთეული დაუფირნიშებელი (სპეციალური ნომრის გარეშე) მორი.

დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სამი სახერხი გამოვლენილია ასევე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში. სალხინოში, ლეცავესა და ინჩხურში მოქალაქეებს სახერხი დანადგარები საქმიან და საკარმიდაბო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. სამივე უკანონო სახერხი საამქროდან ჯამში ამოღებულია ცხრა ერთეული წიფელას სახეობის მრგვალი მორი, ოთხი ერთეული წიწვოვანი ნაძვის მრგვალი მორი, ასევე ნაძვისა და წიფელას სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი.

ოთხივე ფაქტთან დაკავშირებული მასალები, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებას გადაეცემა, აცხადებენ ზედამხედველობის დეპარტამენტში.

 

ყველა ახალი ამბავი
0