20:42 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
184 0 0

8-12 აპრილს აცრილ პირებს ვაქცინაცია სწორედ არდადეგების პერიოდში უწევთ.  30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან დაკავშირებულია გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები, აღნიშნავენ უწყებაში.

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. სააღდგომო არდადეგების გამო, 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ვაქცინაცია დროებით შეჩერდება, ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ იმ პირებისთვის, ვინც მიიღეს Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები, უკვე დაჯავშნილია მეორე დოზები. აღსანიშნავია, რომ აუცილებელია ჯავშანი გაკეთდეს პირველი აცრიდან 21-23 დღის შუალედში იმავე კლინიკაში, სადაც მოქალაქემ პირველი აცრა ჩაიტარა. შესაბამისად, 8-12 აპრილს აცრილ პირებს ვაქცინაცია სწორედ არდადეგების პერიოდში უწევთ.  30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან დაკავშირებულია გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები, აღნიშნავენ უწყებაში.

„ყველაფერი კეთდება რეგისტრაციის ტექნიკური სირთულის დასაძლევად. ვაქცინის მეორე დოზა ყველა თქვენგანისთვის დროულად და რეკომენდებული ვადების დაცვით იქნება ხელმისაწვდომი“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში განაცხადეს, რომ Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია უკვე გაიარა 8.000-ზე მეტმა ადამიანმა.

საქართველომ Pfizer-ის ვაქცინის პირველი 29.500 დოზა 25 მარტს მიიღო, რომელიც 14 ათას ადამიანზეა გათვლილი. პრეპარატ Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესი 30 მარტს დაიწყო. მეორე დოზით ვაქცინაცია კი 21 აპრილიდან დაიწყება.

მოქალაქეები, რომლებიც Pfizer-ის პირველი დოზით უკვე აცრილები არიან, ჯავშნის გასაკეთებლად უნდა ეწვიონ შესაბამის ვებ-გვერდს ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე – 15-22.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები. სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში უახლოეს მომავალში მასწავლებლები და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. მაგრამ ვაქცინაციის ტემპები დაბალია.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 27.654 ადამიანს ჩაუტარდა (ბოლო 24 საათში - 1.237).

 

მთავარი თემები