კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.219-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 294.540-ს მიაღწია.

თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.219 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 676 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

აჭარა - 126, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 123, იმერეთი - 61, შიდა ქართლი - 55, ქვემო ქართლი - 51, გურია - 46, კახეთი - 39, მცხეთა-მთიანეთი - 29, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

 

Pfizer-ის ვაქცინის წარმოება - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
დღეიდან Pfizer-ის მეორე დოზით ასაცრელად რეგისტრაცია დაიწო

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 10.457 აქტიური შემთხვევაა.

კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.848 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 471, აჭარაში - 398, იმერეთში - 369.

494 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 89 პირი, მათგან თბილისში - 66, იმერეთში - 8, აჭარაში - 7.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 427 ადამიანი, მათ შორის 225 - თბილისში, 188 - აჭარაში.

საცხოვრებელ ბინაზე მკურნალობის კურსს 7.182 პირი გადის.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 335 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 253, ხოლო აჭარაში - 4. თვითიზოლაციაში იმყოფება 16.042 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 987 პირი, აჭარაში - 2 475, იმერეთში - 1 137.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რიცხვმა 294.540-ს მიაღწია. 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 301 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 280.132-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 9 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.925-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0