20:08 15 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8829
  • 100 RUB4.4320
  • USD3.2040
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (2190)
76 0 0

ავლაბრის რაიონში მდებარე „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა პარასკევს, შუადღით მოხდა.

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. „საქართველოს ბანკი" ყველაფერს აკეთებს, რათა საკუთარი თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება უზრუნველყოს, ნათქვამია ბანკის განცხადებაში. 

ავლაბრის რაიონში მდებარე „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა პარასკევს, შუადღისთვის მოხდა. თვითმხილველების თქმით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირმა ოთხი ადამიანი აიყვანა მძევლად, რომელთაგანაც სამი მოგვიანებით ბანკის შენობიდან გამოუშვა.

„საქართველოს ბანკი" ყველაფერს აკეთებს, რათა საკუთარი თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება უზრუნველყოს. ბანკი საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურს აკეთებს", – ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (2190)

მთავარი თემები