რამდენი ადამიანია „საქართველოს ბანკში" მძევლად აყვანილი? – ინფორმაცია შემთხვევის ადგილიდან

© Sputnik / Alex Shlamovსპეცოპერაცია
სპეცოპერაცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
გამოწერა
ავლაბრის რაიონში მდებარე „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა პარასკევს, შუადღისთვის მოხდა.

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა ერთმა პირმა განახორციელა, განაცხადა ჟურნალისტებთან ერთ-ერთმა თვითმხილველმა, რომელიც თავდასხმის დროს ბანკთან ახლოს იმყოფებოდა. 

პატრული - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
ავლაბარში „საქართველოს ბანკში" შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა

მისი თქმით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირმა მძევლად აყვანილი ორი ქალი გაათავისუფლა, ამ დროისათვის ბანკის შენობაში სამი თანამშრომელი და დაცვის სამსახურის ერთი წარმომადგენელი იმყოფება.

ავლაბრის რაიონში მდებარე „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა პარასკევს, შუადღისთვის მოხდა.

ამჟამად ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

მანამდე გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად ექვსი ადამიანი ჰყავს აყვანილი.

ყველა ახალი ამბავი
0