საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წინააღმდეგ დეპუტატების სარჩელის განხილვას იწყებს

© photo: Sputnik / Stringerსაკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
გამოწერა
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 2 თებერალს გადაწყვეტილება მიიღო არ დაეკმაყოფილებინა ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე.

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ოპოზიციონერი დეპუტატების თამარ კორძაიას, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძის სარჩელი, რომლებიც აპროტესტებენ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ უარს მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. 

პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2021
ოპოზიცია სადეპუტატო მანდატების გაუქმების მოთხოვნით კვლავ მიმართავს პარლამენტს

დეპუტატები მოითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი საქართველოს პარლამენტის დადგენილება,  რომლის თანახმად,  პირადი განცხადებით მიმართვის მიუხედავად, მათ სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებაზე უარი ეთქვათ.

მათი აზრით, კონსტიტუციის ტექსტში ზუსტად განსაზღვრულია სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მიზეზები და ნებისმიერი სხვა აქტი მას ეწინააღმდეგება. კერძოდ, მათი მტკიცებით, კონსტიტუციაში გაწერილია, რომ დეპუტატს სუბიექტური ან ობიექტური მიზეზებით უფლება აქვს დატოვოს პარლამენტი, რათა ხელი არ შეუშალოს საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებას.

მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც პარლამენტში უმრავლესობითაა წარმოდგენილი, 2 თებერალს გადაწყვეტილება მიიღო არ დაეკმაყოფილებინა ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე.

როგორც მაშინ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ამით მმართველმა პარტიამ ოპოზიციონერ დეპუტატებს „დაფიქრების“ და ამომრჩევლის დაკვეთის შესრულების შანსი მისცა.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს გაყალბებულს უწოდებს და პროტესტის ნიშნად სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებს. დღეისთვის პარლამენტში 6 ოპოზიციონერი დეპუტატია – ორი პარტია „მოქალაქეებიდან“ და ოთხი „ევროპული სოციალისტებიდან“.

ყველა ახალი ამბავი
0