23:11 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (475)
666 0 0

მსახიობ ბესო ზანგურის მისამართით კიდევ ერთი ბრალდება ხდება ცნობილი. მსახიობი ელენე მაცხონაშვილი სოციალურ ქსელში სკანდალურ ფაქტს აქვეყნებს.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. მსახიობების და ყოფილი ცოლ-ქმრის ბესო ზანგურის და ნინუცა მაყაშვილის სკანდალის გარშემო საზოგადოების ვნებათაღელვა ამ დრომდე არ წყდება. სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა მსახიობმა ელენე მაცხონაშვილმა, რომლის თქმით, ზანგურმა შეყვარებულზე ფიზიკურად თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის დროსაც იძალადა.

მსახიობი წერს, რომ ბევრი წლის წინ თავად შეესწრო, თუ როგორ უმოწყალოდ სცემდა ბესო ზანგური (თავისივე შეყვარებულ) გოგოს აუდიტორიაში, რომელიც ხელიდან ძლივს გამოგლიჯეს.

მსახიობი ბესო ზანგური ყოფილ ცოლზე ნინუცა მაყაშვილზე ძალადობას უარყოფს. ზანგური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ეს გადაცემაში 5 ათასი ლარის მისაღებად მოგონილი ტყუილია და მზად არის გამოძიებას კითხვებზე პასუხები გასცეს.

ფაქტს გამოეხმაურა რუსთაველის თეატრიც. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თეატრი ძალადობას გმობს. განსხვავებული პოზიცია აღმოაჩნდა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს რობერტ სტურუას. „ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რეპრესიები!" – დაწერა ცნობილმა რეჟისორმა.

12 აპრილს გადაცემა „ფარულ კონვერტში“ 33 წლის მსახიობმა გაიხსნენა 11 წლის წინანდელი ფაქტები, როდესაც, მისი თქმით, ყოფილი მეუღლე ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა ამის შესახებ წლების განმავლობაში დუმდა.

ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. მასზე მეუღლე ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის – ორსულობის დროსაც. ნინუცა მაყაშვილის თქმით, სწორედ ოჯახური ძალადობა გახდა წყვილის განქორწინების მიზეზი.

თემები:
ქართველი სელებრითები (475)

მთავარი თემები