04:14 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (410)
20 0 0

რეგისტრაციის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეძლებს შეცვალოს ჩასაბარებელი საგანი, გამოცდის ენა, ან აირჩიოს კონკურსი (შემოქმედებითი ტური).

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის მეორე ეტაპი 15 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება, ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პირველი ეტაპი 1 მარტს დაიწყო და 31 მარტს დასრულდა. აბიტურიენტების რეგისტრაცია ცენტრის ვებ-გვერდზე მხოლოდ ონლაინ–რეჟიმში იყო შესაძლებელი. 

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. რეგისტრაციის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ (31 მარტი) აბიტურიენტს უფლება ჰქონდა, შეეცვალა სარეგისტრაციო განცხადებაში საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი). რეგისტრაციის მეორე ეტაპზე (15 აპრილის 18:00 საათამდე) აბიტურიენტს შესაძლებლობა ეძლევა შეცვალოს ჩასაბარებელი საგანი (წაშალოს, დაამატოს), გამოცდის ენა, ან აირჩიოს კონკურსი (შემოქმედებითი ტური).

„რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანას, ეს პროცესი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათზე შეწყდება. კონკრეტული თარიღი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება. აბიტურიენტმა ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვერ აირჩევს პროგრამებს, თუ არ ექნება მითითებული რელევანტური საგნები. აქედან გამომდინარე, ვერ მიიღებს მონაწილეობას ჩარიცხვების კონკურსში“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 38.300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3.700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12.800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა. ხოლო მასწავლებლის საგნის გამოცდასა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28.700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა. ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია. ამავე თანხას იხდის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეც. პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის დარეგისტრირება უფასოა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის და მასწავლებლობის მსურველი პირებისთვის რეგისტრაციის საფასურია 50 ლარი.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.

თემები:
განათლება საქართველოში (410)

მთავარი თემები