თბილისის მერმა საქართველო დატოვა

© photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
გამოწერა
კახა კალაძეს ვესტიბულოპათიის დიაგნოზი დაუსვეს. პირველადი კვლევები მან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ჩაიტარა.

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე უცხოეთში, სავარაუდოდ, გამოკვლევების ჩასატარებლად გაემგზავრა.

საზღვარგარეთ წასვლის შესახებ კალაძემ Facebook–ჩართვისას განაცხადა, თუმცა დედაქალაქის მერს მიზეზი არ განუმარტავს. სავარაუდოდ, ვიზიტის მიზანი მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
კალაძე პოლიტიკიდან მიდის და მილანში ბრუნდება?

43 წლის კალაძე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ე.წ. ვესტიბულოპათიის დიაგნოზით (ვესტიბულარული ანალიზატორის ფუნქციის დარღვევა) მოხვდა. 4 აპრილს მან კლინიკა დატოვა და რეაბილიტაციის კურსს სახლის პირობებში გადიოდა.
ადრე ქართულ მასმედიაში თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის მმართველი გუნდიდან და, ზოგადად, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ერთ-ერთი ტელეკომპანიის ვერსიით, კალაძე მილანში დაბრუნებას გეგმავს, სადაც ფეხბურთელის წარმატებული კარიერა ჰქონდა.

როდის დაბრუნდება კალაძე საქართველოში, ან რომელ ქვეყანაში იმყოფება იგი, ამის თაობაზე ინფორმაციას თბილისის მერიის პრეს-სამსახური არ ავრცელებს. თავად კალაძის თქმით, იგი უცხოეთში რამდენიმე დღე დარჩება.

ყველა ახალი ამბავი
0