ბათუმში მაისიდან ქუჩის ვაჭრობის ახალი წესები ამოქმედდება

© Sputnik / Alexander Imedashviliყვავილების გამყიდველი
ყვავილების გამყიდველი - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2021
გამოწერა
ამიერიდან ქუჩის მოვაჭრეებს ადგილის ქირის გარდა მის სისუფთავეზე ზრუნვა და დასუფთავების საფასურის გადახდა მოუწევთ

თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. ბათუმის მერია 1 მაისიდან ქალაქში ქუჩის ვაჭრობის ახალ წესებს აამოქმედებს და გასცემს სპეციალურ ნებართვებს, ნათქვამია უწყების დადგენილებაში, რომელიც „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.

ბათუმში ქუჩის ვაჭრობა ტურისტულ სეზონზე ადგილობრივებისთვის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. დღემდე ვაჭრობა არ რეგულირდებოდა და ხშირად ვიწრო ტროტუარებზე გაშლილი დახლების გამო ქვეითებისთვის ადგილი არ რჩებოდა.

ახალი წესებით, ახლა ბათუმში ქუჩის მოვაჭრეებს სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ.

ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2020
ბათუმის მერია შეღავათებს აწესებს: რას ითვალისწინებს სოციალური მხარდაჭერა

თავად ქუჩის ვაჭრობა კონკრეტულ ადგილებში იქნება ნებადართული. ადგილების შერჩევისას ხელისუფლება იხელმძღვანელებს რამდენიმე ფაქტორით - მათ შორისაა ქალაქის განვითარების ინტერესები, მოძრაობის უსაფრთხოება და ეკოლოგიური სიტუაცია.

ამასთან, კონკრეტულ ადგილებში ნებადართული იქნება მხოლოდ კონკრეტული საქონლით ვაჭრობა, ჩამონათვალს ქალაქის მერია განსაზღვრავს.

ქუჩის ვაჭრობისთვის განკუთვნილი ადგილები იქნება ფასიანი და ტროტუარს მთლიანად აღარ გადაკეტავს.

ვაჭრობის ნებართვის მისაღებად მსურველებმა უნდა შეიტანონ განაცხადი, რომელშიც მითითებული იქნება მათი კონკრეტული მონაცემები, ვაჭრობის ადგილის ზუსტი დასახელება, ასევე მითითება, როგორი იქნება მათი დახლი და გასაყიდი საქონლის ჩამონათვალი.

ადგილის ქირის გარდა მოვაჭრე კისრულობს ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულებას და დასუფთავების საფასურის გადახდას.

ამასთან ნებართვა ითვალისწინებს ვაჭრობას მხოლოდ ნებართვაში მითითებულ ადგილზე.

ნებართვა გაიცემა სეზონზე ან უფრო ხანგრძლივი დროით, მაგრამ არა უმეტეს ორი წლის ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0