ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს: ეპიდსიტუაცია პიკს უახლოვდება

© Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოში ეპიდსიტუაცია პიკს უახლოვდება, განუცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „იმედს“.

კორონავირუსის „მესამე ტალღის“ თავიდან აცილება ძალიან მარტივია – ივანე ჩხაიძე>>

გამყრელიძის თქმით, დამძიმებული ეპიდვითარება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული რეგულაციებისა და დაწესებული რეკომენდაციების დარღვევას უკავშირდება.

„ყველა ინდიკატორი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად ვცილდებით 500-600 შემთხვევას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ბოლო 14 დღის განმავლობაში იზრდება ვირუსის გადადების მაჩვენებელი, ანუ „გადამდებლობის ინდექსი", აქტიური შემთხვევების რიცხვი და, აქედან გამომდინარე, იზრდება ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
რა შემთხვევაში მოუწევს საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვების გამკაცრება: გამყრელიძის განმარტება

საქართველოში ეპიდვითარება საგრძნობლად გაუარესდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 777-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 287.183-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 6.873 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.129 პაციენტი, კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 285 ადამიანი, 4.459 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

სპეციალისტები კორონავირუსის მესამე ტალღის მოახლოებაზე, კვლავ კლასტერებზე და ვირუსის საყოველთაო გავრცელებაზე საუბრობენ, რამაც შესაძლოა ამ დროისთვის უკვე გაუქმებული კოვიდშეზღუდვების კვლავ ამოქმედება გამოიწვიოს.

ყველა ახალი ამბავი
0