00:17 18 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (524)
122 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 777-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 287.183-ს მიაღწია.

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 777 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 430 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე სამეგრელო–ზემო სვანეთი, შემდეგ კი აჭარის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: სამეგრელო–ზემო სვანეთი – 91, აჭარა – 62, იმერეთი – 50, კახეთი – 32, ქვემო ქართლი – 29, შიდა ქართლი – 29, გურია – 21, მცხეთა-მთიანეთი – 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 6.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 342 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 276.426-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 9 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.858-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 6.873 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.129 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1.044, აჭარაში – 329, იმერეთში – 313.

357 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 68 პირი, მათგან თბილისში – 46, იმერეთში – 9, აჭარაში – 4. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 285 ადამიანი, მათ შორის 167 – თბილისში, 113 – აჭარაში. 4.459 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 233 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 96, ხოლო აჭარაში – 36. თვითიზოლაციაში იმყოფება 11.879 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 5.437 პირი, აჭარაში – 1.925, იმერეთში – 957.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 777-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 287.183-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (524)

მთავარი თემები