COVID-19 საქართველოში – 9 აპრილის მონაცემები

© photo: Sputnikტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 276.426 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.858, კარანტინის რეჟიმშია 233, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.129 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 385 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 777-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 287.183-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 276.426 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 342), გარდაიცვალა – 3.858 (ბოლო 24 საათში – 9), კარანტინის რეჟიმშია 233, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.129 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 385 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 36.578 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24.438, PCR–ტესტით – 12.140.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,12%, ბოლო 14 დღის – 2,09%, ბოლო 7 დღის – 2,47%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0