08:29 09 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1450
  • 100 RUB4.6319
  • USD3.4324
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
88 0 0

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის კიდევ ორ სოფელში კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო განსაკუთრებული კონტროლი დაწესდა

თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. აბაშის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - მარანსა და ტყვირში - კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო მასობრივი თერმოსკრინინგი და ტესტირება მიმდინარეობს, იუწყება „პირველი არხი“.

ღარიბაშვილი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მესამე ტალღის თავიდან ასარიდებლად >>

ტესტირება დაახლოებით 200-მა ადამიანმა გაიარა, 30-ს კორრონავირუსი დაუდასტურდა.

ეპიდემიოლოგების ჯგუფებთან ერთად ადგილზე სამართალდამცველებიც მუშაობენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ სოფლების ჩაკეტვა ჯერჯერობით არ იგეგმება.

სოფელ მარანში 1153 ადამიანი ცხოვრობს, ტყვირში - 524.

აპრილის დასაწყისში ამავე რეგიონის სოფელ ორსანტიაში 18 ოჯახი მკაცრს იზოლაციაში აღმოჩნდა.

მასობრივი თერმოსკრინინგი და ტესტირება ორსანტიაშიც მიმდინარეობს. ინფექციის სწრაფი გავრცელება ორსანტიაში ოთხი ადამიანით დაიწყო - ისინი „აჭარა ტექსტილის“ ფოთის ფილიალში მუშაობდნენ, სადაც ინფიცირების 50 შემთხვევა გამოვლინდა, რის გამოც საწარმო დროებით დაიკეტა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, რეგიონებში ინფიცირების ახალი ჯაჭვები ძირითადად მრავალრიცხოვან ქორწილებსა და ქელეხებს უკავშირდება.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან სამეგრელო-ზემო სვანეთში - 77.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირების 286 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3.849 ადამიანი.

მთავარი თემები