სამცხე-ჯავახეთში სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგია წარადგინეს

© Sputnik / Alexander Imedashviliახალციხე. რაბათის ციხე
ახალციხე. რაბათის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
გამოწერა
სამცხე-ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთი ის რეგიონია, რომელიც მოსახლეობის პოლიეთნიკური შემადგენლობით გამოირჩევა, ამიტომ აქ მცხოვრები სომხების, ბერძნებისა და რუსების ინტეგრაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. პროექტის „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგია“ პრეზენტაცია სამცხე-ჯავახეთში გაიმართა, ნათქვამია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.

ეთნიკური უმცირესობები სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების გავლას შეძლებენ>>

პრეზენტაციაზე სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა 2015–2020 წლებში გატარებული სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის შედეგები შეაჯამა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. გიგაურმა აღნიშნა, რომ პროექტის საჯარო განხილვასა და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს მისი წარმატებით რეალიზაციის საქმეში. განხილვისას შემდგომ გასატარებელი პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
საქართველოს პარლამენტში ეთნიკურ უმცირესობათა პრობლემების მოსაგვარებლად საბჭო შეიქმნა

„მნიშვნელოვანი იყო ისეთი აქცენტები, რომლებიც გაკეთდა სახელმწიფო ენის სტატუსის გაძლიერებაზე, კულტურათშორის დიალოგზე, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, დეზინფორმაციის მიმართულებით, ასევე ქალთა თანასწორობაზე იყო ძალიან ბევრი აქცენტი გაკეთებული, გაჟღერდა სამოქალაქო, პოლიტიკური მონაწილეობის მიმართულებით სხვადასხვა ხელშემწყობი მექანიზმების ჩამოყალიბების აუცილებლობა“, – აღნიშნა გიგაურმა.

მისი თქმით, ასეთი შეხვედრები ამ სტრატეგიის ეფექტურობას გაზრდის.

2021–2030 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიის პროექტი მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის განვითარების პროგრამის“ (PITA) მხარდაჭერით.

ფემინისტების მსვლელობა - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2020
სახალხო დამცველმა საქართველოში თანასწორობის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა

საქართველო 2005 წელს შეუერთდა ჩარჩო–კონვენციას „ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ“ და ამით ქვეყანამ აიღო ვალდებულება, პატივი სცეს ეთნიკურ თვითმყოფადობას, შექმნას ეთნიკური უმცირესობების უფლებების რეალიზაციისთვის საჭირო პირობები. ამგვარად, საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის მიზანი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის საკითხებში არის სამოქალაქო თანხმობისა და თანასწორობის უზრუნველყოფა, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის ეფექტური განხორციელება ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების დაცვის გზით. სტრატეგია ორიენტირებულია თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად მათი ეთნიკური, კულტურული ან რელიგიური კუთვნილებისა.

ყველა ახალი ამბავი
0