19:48 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (504)
89 0 0

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინებით ხორციელდება

თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. დაავადებათა კონტროლის ცენტრის პორტალზე შესაბამისი პროგრამით მოხდება მაღალი რისკის მქონე პირების იდენტიფიცირება, რომლებიც ვაქცინაციისთვის დარეგისტრირებას შეძლებენ, ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

პედიატრი: სასურველია მასწავლებლების ვაქცინაცია დროულად დაიწყოს>>

როგორც მინისტრმა განმარტა, ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შედგება სიები, რომლებიც განთავსდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის პორტალზე.

  • ამ სიების მეშვეობით შესაძლებელი იქნება ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირება, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს. შესაბამისად, ეს ადამიანები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას შეძლებენ, აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მოქალაქეების მხრიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს – ეს არის ქრონიკული დაავადების მქონე პირების ვაქცინაციისთვის ინტენსიური ხელშეწყობა.

ტიკარაძის განმარტებით, სიები შედგება იმ ბაზებიდან, რომელიც ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში არსებობს.

ასევე, დღეს ცნობილი გახდა, რომ ასაკობრივი ჯგუფის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები წინასწარ შეძლებენ სპეციალურად შექმნილ ვებ-პორტალზე დარეგისტრირდნენ და უახლოეს პერიოდში ხელმისაწვდომ კოვიდ-ვაქცინებს შორის არჩევანი გააკეთონ.

ვებ-პორტალზე გადასვლას მოქალაქეები ჯანდაცვის სამინისტროს ვებ–გვერდიდან და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებ–გვერდიდან შეძლებენ.

გამყრელიძე: დღეს ქვეყანაში 10 კლასტერია ჩამოყალიბებული>>

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ასევე, ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები. სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში უახლოეს მომავალში მასწავლებლები და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (504)

მთავარი თემები