09:40 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (350)
79 0 0

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ზონალური პარკირების პროგრამის განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება, რადგანაც მერიის მიერ განხორციელებული ყველა საპილოტო პროექტი წარმატებულია.

 

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე, ასევე, ქავთარაძის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1 მაისიდან ამოქმედდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. 

თბილისში ზონალურ–საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, კოტე აფხაზის ქუჩასა და ორბელიანის მოედანზე საპილოტო ვერსიამ გაამართლა, ამიტომაც გადაწყდა სისტემის გაფართოება და დანერგვა თბილისის მასშტაბით. აღნიშნული სისტემა ამ დროისათვის მხოლოდ თბილისის ცენტრალურ უბნებში მოქმედებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, 

„1 აპრილიდან საბურთალოს რაიონში უკვე ფუნქციონირებს 10 მუნიციპალური პავილიონი, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ინფორმაცია ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის გამზირებსა და ქავთარაძის ქუჩაზე დაგეგმილი ზონალურ-საათობრივი პარკირების შესახებ, ასევე, მოახერხონ თავიანთი ავტომობილების დარეგისტრირება“, – განაცხადა კალაძემ.

პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის, ასევე A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისთვის. იმ მოქალაქეებისთვის კი, ვინც რაიონში დროებით, გავლით იმყოფება, პირველი 15 წუთი უფასოა, ხოლო შემდეგ პარკირების ღირებულება საათში 1 ლარია. 

 

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ეტაპობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით დაინერგება.

ფიზიკურ პირს, რომელიც ზონალური პარკირების არეალში უძრავ ქონებას ფლობს, შეუძლია მის მიერ წინასწარ მითითებული სატრანსპორტო საშუალება საცხოვრებელი სახლიდან თუ ობიექტიდან 100 მეტრის რადიუსში უფასოდ გააჩეროს. უძრავი ქონების მესაკუთრე ინტერნეტით შეძლებს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე ორი სატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრიროს.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ან უძრავი ქონების მფლობელებმა უფასო პარკირებისთვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებ-გვერდზე – www.tp.ge, სადაც ID ბარათით რეგისტრაციის შემდეგ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და საკადასტრო კოდი აღინიშნება.

ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით მობილური აპლიკაცია – Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც ნომრების მიხედვით ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.

თემები:
თბილისის მერია (350)

მთავარი თემები