კახა კალაძე: ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდება

გამოწერა
ამ დროისთვის ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა თბილისის რამდენიმე დიდ ქუჩაზე, მათ შორის, პეკინის, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე, მოქმედებს.

 

თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. ზონალურ-საათობრივი პარკირების დანერგვას მთელი ქალაქის მასშტაბით ვაპირებთ, ტარიფები კი რაიონებისა და ქუჩების მიხედვით განსხვავებული იქნება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას. 

პეკინის გამზირი - Sputnik საქართველო
ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი დროებით უქმდება

თბილისის საკრებულოში დღეს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცეს, რომელიც ქალაქის მერმა კახა კალაძემ წარადგინა.  მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებამდე კი კახა კალაძე საკრებულოს დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარდგა.

თბილისის მერის განცხადებით, ზონალური პარკირების პროგრამის განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება, რადგან, მისი განმარტებით, მერიის მიერ განხორციელებული ყველა საპილოტე პროექტი წარმატებულია.

„ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წლების განმავლობაში იყო დანერგილი, როცა კონკრეტული ავტომობილი  ერთ ადგილზე დიდხანს ეყენა და ლპებოდა, ქალაქისთვის პრობლემას წარმოადგენდა,  რადგანაც ადამიანი მანქანას ვერ აჩერებდა. ზონალური პარკირების შემოღებამ ამ კუთხითაც ბევრი კარგი რაღაც გააკეთა და მთელი ქალაქის მასშტაბით ვაპირებთ დანერგვას“, - აღნიშნა კალაძემ.

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, კოტე აფხაზის ქუჩასა და ორბელიანის მოედანზე საპილოტო ვერსიამ გაამართლა, ამიტომაც გადაწყდა სისტემის გაფართოება და დანერგვა თბილისის მასშტაბით.

ფიზიკურ პირს, რომელიც ზონალური პარკირების არეალში უძრავ ქონებას ფლობს, შეუძლია მის მიერ წინასწარ მითითებული სატრანსპორტო საშუალება საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრის რადიუსში უფასოდ გააჩეროს. უძრავი ქონების მესაკუთრე ინტერნეტით შეძლებს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე ორი სატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრიროს.

ყველა ახალი ამბავი
0