11:18 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
40 0 0

მარტში ჩატარებული „წმენდის“ შედეგად Facebook-დან და Instagram-დან წაიშალა 34 აკაუნტი და 12 ჯგუფი, რომლებიც „ქართულ მარშთან“ და მის ახალგაზრდულ ფრთასთანაა დაკავშირებული.

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. სოციალური ქსელი Facebook-ის ადმინისტრაციამ მოძრაობა „ქართულ მარშთან“ და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებული აკაუნტები და გვერდები გააუქმა.

კომპანიის მონაცემებით, მარტში წაიშალა Facebook-ის 23 აკაუნტი, 12 ჯგუფი და 11 აკაუნტი Instagram-ში, რომლებიც შიდა აუდიტორიაზე იყო მიმართული.

ეს გვერდები სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორიის მკვლევარების ანგარიშების შესწავლის საფუძველზე წაშალა.

Facebook-ის ადმინისტრაციის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულ გვერდებსა და ანგარიშებს კავშირი ჰქონდათ „ქართულ მარშთან“ და მათ ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებულ პირებთან.

მარტში Facebook-მა აკაუნტები და გვერდები გააუქმა 11 ქვეყანაში, მათ შორის ალბანეთში, ირანში, ესპანეთში, არგენტინაში, ეგვიპტეში, ისრაელში, მექსიკაში.

მთავარი თემები