Facebook–მა ქართული ოპოზიციური პარტიების გვერდები დაბლოკა

© Pixabay / Photo: LoboStudioHamburg / Pixabayსოციალური ქსელები
სოციალური ქსელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
Facebook–ის „შავ სიაში“ ამჯერად მოხვდნენ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და „ქართული არჩევანი“. სოციალური ქსელიდან ამ პარტიების ყველა აკაუნტი გაუქმდა

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. Facebook–ის ადმინისტრაციამ ქართულ ოპოზიციურ პარტიებთან – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და „ქართული არჩევანი“ დაკავშირებული ყველა გვერდი და ჯგუფი გააუქმა, ნათქვამია სოციალურ ქსელების ოქტომბრის ანგარიშში.

ანგარიშის საქართველოსთან დაკავშირებულ ნაწილში აღნიშნულია, რომ Facebook–იდან გაუქმდა 54 აკაუნტი, 14 გვერდი, ორი ჯგუფი და 21 აკაუნტი Instagram–ში, რომლებიც აღნიშნულ ოპოზიციურ პარტიებს უკავშირდებოდა.

ფეისბუქისგვერდი - Sputnik საქართველო
Facebook-მა „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული გვერდები და ანგარიშები გააუქმა

„ეს ქსელი აღმოვაჩინეთ მას შემდეგ, რაც გავეცანით არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ ინფორმაციას მისი ზოგიერთი ქმედების შესახებ“, – აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, Facebook–ის ადმინისტრაციამ გააუქმა 50 აკაუნტი, 39 გვერდი, ოთხი ჯგუფი, რვა ღონისძიება და ქართულ მედიაორგანიზაცია Alt-Info–ს 19 აკაუნტი Instagram–ში.

„ჩვენი გამოძიების ფარგლებში ეს საქმიანობა აღმოვაჩინეთ, როგორც საეჭვო აქტიურობა რეგიონში“, – ნათქვამია Facebook–ის განცხადებაში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ აქტიურობა მიმართულია საქართველოს შიდა აუდიტორიაზე და ამჟამად Alt-Info სოციალურ ქსელში დაბლოკილია.

სოციალური ქსელი და არჩევნები საქართველოში: რეკლამა, ფეიკები, კომპრომატი>>

მიმდინარე წლის აპრილში Facebook–ის ადმინისტრაციამ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები გააუქმა. მაშინ გაუქმდა ამ პარტიასთან დაკავშირებული 23 აკაუნტი, 80 გვერდი და 41 ჯგუფი.

ყველა ახალი ამბავი
0