19:12 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
136 0 0

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ნასამართლევი ადამიანი არ უნდა მართავდეს ქვეყანაში სიდიდით მეორე უმაღლეს სასწავლებელს

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) სტუდენტებმა რექტორის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ დავით გურგენიძე სამჯერაა ნასამართლევი და მისი რეზიუმე გაყალბებულია.

სასწავლო–კვლევითი ცენტრის წარმომადგენლის ირაკლი გოგუაძის თქმით, რექტორის რეზიუმეში სერიოზული დარღვევები და უზუსტობებია, რადგან მისი სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო პატიმრობის დროს ემთხვევა.

გოგუგაძის განცხადებით, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სამჯერ არის გასამართლებული მძიმე დანაშაულისთვის, როგორიცაა იარაღის უკანონო შეძენა, არასრულწლოვანი ბავშვების გატაცება მამასთან ერთად და თაღლითობა.

სტუ–ის რექტორი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ რეზიუმეში მთელი ინფორმაცია სარწმუნოა და ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის, ის პასუხისმგებელია თითოეულ პუნქტზე.

„რაც შეეხება ჩემს ნასამართლეობებს, მე ორ შემთხვევაში ვარ გამართლებული, მესამე შემთხვევაზე პროკურატურაში მიდის მოკვლევა, საგამოძიებო მოქმედებები ჩემი და ჩემი ოჯახის, ჩემი პარტნიორების მიმართ 2007-2009 წლებში ჩადენილი რეპრესიებისა და ბოროტების შესახებ, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ. რამდენიმე მუხლში უკვე გამართლებული ვარ“, – განაცხადა გურგენიძემ.

უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციების შეწყვეტას რექტორის გადადგომამდე არ აპირებენ.

მთავარი თემები