01:12 18 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
47 0 0

დღეისათვის საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 300 ათასამდე ადამიანს აქვს მინიჭებული.

თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 600 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა. საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, განაცხადი 6 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს აქვს შევსებული. გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა.

სააგენტოს ცნობით, სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს აქვთ შესაძლებლობა წარადგინონ დამატებითი დოკუმენტაცია, შესაბამისი საფუძველის არსებობის შემთხვევაში წინასწარი ქულები გადაფასდება და შემდეგ განახლებული სია გამოქვეყნდება.

მონიტორინგის ჯგუფები დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან. გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება.

საქართველოს ხელისუფლება უახლოეს ორ წელში 5 ათასამდე იძულებით გადაადგილებულ პირს საცხოვრებლით უზრუნველყოფას გეგმავს. 2013 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით 23 ათასამდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი. 

დღეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 286,8 ათასზე მეტ ადამიანს აქვს მინიჭებული, ეს კი 90,6 ათასზე მეტი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.

როგორ ხორციელდება განაწილება

ბინის ან სახლის მისაღებად დევნილებმა სპეციალური განაცხადი უნდა შეავსონ. განაცხადის საფუძველზე, მატერიალური უზრუნველყოფისა და ახალი საცხოვრებელი ფართის საჭიროებიდან გამომდინარე სააგენტო მათ 0-დან 10-მდე ქულას ანიჭებს.

გეგმა ცნობილია: უახლოეს წლებში 5 ათასამდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა>>>

ამის შემდეგ კომისია თითოეული დევნილის საკითხს ადგილზე სწავლობს.

ახალაშენებულ კორპუსებში ახალგარემონტებული ბინების სახელმწიფოს მიერ შესყიდვა და დევნილი ოჯახებისთვის გადაცემა მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ერთადერთი პროგრამა როდია.

სახელმწიფო ასევე აშენებს მრავალსართულიანი კორპუსების კვარტლებს რეგიონებში, გამოყოფს დევნილთათვის თანხებს სოფლად სახლების შესაძენად, გადასცემს იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკუთრებაში იმ მუნიციპალურ ფართს, სადაც ისინი იმ მომენტისთვის ცხოვრობენ და ასევე საცხოვრებლის ქირის საფასურს უხდის.

მთავარი თემები