დევნილ ვეტერანთა ოჯახებს ქუთაისში საცხოვრებელ ბინებს გადასცემენ

© photo : Ministry of Internal Affairs of Georgia / FBსაცხოვრებელი ბინა
საცხოვრებელი ბინა - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
გამოწერა
დევნილ ვეტერანთა ოჯახების საცხოვრებელ პირობებს მონიტორინგის ჯგუფები შეისწავლიან, შემდეგ კი კომისია თითოეული ოჯახის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავს.

თბილისი, 15 მარტი – Sputnik. ქუთაისში დევნილ ვეტერანთა ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცესი დაიწყო, ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, სააგენტო დევნილ ვეტერანთა ოჯახებს ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში 60 ბინას გადასცემს.

მონიტორინგის ჯგუფები ყველა იმ ოჯახის საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს შეისწავლიან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ხუთი ან მეტი ქულა. დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, მონიტორინგს 191 ოჯახი დაექვემდებარება. მოკვლეული მასალა განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცემა, რომელიც თითოეული ოჯახის საკითხს ინდივიდუალურად შეისწავლის. 

ბინები ახალაშენებულ კორპუსში - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2021
დაიწყო იმ 260 დევნილი ოჯახის შერჩევა, რომლებიც თბილისში ბინებს მიიღებენ

„ვეტერან დევნილთა ოჯახებს განსახლების სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობა ამ დრომდეც შეეძლოთ, თუმცა, ქვეყნის წინაშე მათი დამსახურების გათვალისწინებით, სააგენტო მათთვის სპეციალურ პროექტს ახორციელებს“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

დევნილ ვეტერანთა ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია.

დღეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი აქვს მინიჭებული 286,8 ათასზე მეტ ადამიანს, ეს კი 90,6 ათასზე მეტი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.

ყველა ახალი ამბავი
0