თამარ გაბუნია: სამეგრელოსა და გურიაში წერტილოვანი შეზღუდვების საჭიროებაა

© Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
გამოწერა
ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარების ფონზე 28 ნოემბრიდან ამოქმედებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა თებერვლიდან დაიწყო.

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდება ყველგან, სადაც ამის ეპიდემიოლოგიური საჭიროება გაჩნდება. დღეს ასეთი საჭიროება არის გურიაში და სამეგრელოში, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 228 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 111 შემთხვევა საქართველოს დედაქალაქში გამოვლინდა. მეორე ადგილზეა გურია ინფიცირების 20 შემთხვევით, ასევე 20 შემთხვევა დაფიქსირდა სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში, იმერეთში გამოვლენილია 19, შიდა ქართლში – 17, აჭარაში – 16, მცხეთა-მთიანეთში – 6, ქვემო ქართლში – 5, კახეთში – 5, სამცხე-ჯავახეთში – 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 5 შემთხვევა.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ ინფიცირების შემთხვევები იზრდება შიდა ქართლშიც.

„შიდა ქართლში რამდენიმე ასეთი ადგილია იდენტიფიცირებული. ბოლო ერთი კვირაა ზოგიერთ სოფელში შემთხვევების მატებაა. ამ სოფლებში გააქტიურებული ტესტირება მიმდინარეობს, ეს აქტიური პრევენციული ღონისძიებაა. სხვა შეზღუდვაზე ამ ეტაპზე ამ ლოკაციებზე საუბარი არ არის“, – თქვა გაბუნიამ.

მისი თქმით, ის შეზღუდვები და რეგულაციები, რაც დაწესებულია, საკმაოდ ეფექტურია, მთავარია აღსრულების გამკაცრება და მონიტორინგი. ფართომასშტაბიანი შეზღუდვების აუცილებლობა ჯერჯერობით არ არსებობს, აღნიშნა გაბუნიამ.

ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარების ფონზე 28 ნოემბრიდან ამოქმედებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვალში წარმოადგინა და შეზრუდვების თანდათან მოხსნა დაიწყო. ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ შეზღუდვების შემსუბუქება ხელს შეუწყობს ბევრ სფეროში გაჩერებული ბიზნესის ამოქმედებას.

დაწესდება თუ არა შეზღუდვები სააღდგომოდ – თამარ გაბუნიას განმარტება>>

ქვეყანაში კვლავ რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, ასევე მოქმედებს პირბადის სავალდებულო ტარების რეჟიმი როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 284.061-ს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0