დაწესდება თუ არა შეზღუდვები სააღდგომოდ – თამარ გაბუნიას განმარტება

© photo: Sputnikთამარ გაბუნია
თამარ გაბუნია - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
გამოწერა
ეპიდემიოლოგები აღდგომის წინ მოსახლეობას აფრთხილებენ, თავი შეიკავონ თავყრილობებისგან და მაქსიმალურად დაიცვან ყველა რეგულაცია.

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. სააღდგომოდ ფართომასშტაბიანი „ლოკდაუნი“ არ იგეგმება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ფართომასშტაბიანი შეზღუდვების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია დღეს არსებული ეპიდვითარების შენარჩუნება და წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება. 

ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
55 წელზე ზემოთ პირთა ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნა დღეიდან იწყება

„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს შემთხვევების ადგილობრივი მატების ლოკალიზება... ასევე მნიშვნელოვანია ბიზნეს–სექტორისთვის დაწესებული რეგულაციების მაქსიმალური დაცვა, რათა თავიდან ავირიდოთ დამატებითი შეზღუდვების შემოღება“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგებს აღდგომის წინ მოსახლეობისთვის მხოლოდ ერთი რეკომენდაცია აქვთ – ინფიცირების შემთხვევების მატების მინიმუმამდე დაყვანა და ჯანდაცვის უწყების მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვა – პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა, თავყრილობებისგან თავის არიდება.

წელს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს 2 მაისს აღნიშნავს.

გასულ წელს, მიუხედავად ეპიდემიოლოგების კატეგორიული გაფრთხილებისა პანდემიის დროს მასობრივი სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების რისკების შესახებ და ასევე მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვებისა, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას 19 აპრილის ღამეს ღვთისმსახურებაზე უარი არ უთქვამს. თუმცა, ტაძრებში უსაფრთხოების ზომების დაცვისა და მრევლის სიმცირის გამო ეპიდემიის აფეთქება არ მომხდარა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შარშან აღდგომის დღეებში საქართველოს მასშტაბით ყველა სასაფლაო დაკეტილი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0